
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა „მოლეკულების ხე“ შექმნეს
მოლეკულა არის ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად არსებობის უნარი, ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები. არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის მასწავლებლის, ნინო ბენიძის ინიციატივითა და დახმარებით გადაწყვიტეს შეექმნათ „მოლეკულების ხე“. დაამზადეს ბურთულოვანი მოდელები, დაადგინეს ელემენტების ვალენტობები და დაასკვნეს, რომ ელემენტს აქვს უნარი შეიერთოს ატომთა განსაზღვრული რაოდენობა. არსებობს ელემენტები, რომელთა ვალენტობა მუდმივია ან ცვლადია.
იხილეთ ფოტოები