სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
27-11-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მათი მუშაობა ხარისხობრივი მაჩვენებლითაც დაფასებულია. პედაგოგები სისტემატიურად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე.

მიმდინარე სასწავლო წლის ნოემბერში, ისტორიის პედაგოგებმა სოფიო ხოზრევანიძემ, ლიანა ტაკიძემ და ინგლისური ენის პედაგოგმა თამარ დოლიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.

სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203