წეროვნის N3 სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
27-11-2020

12 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას“ უმასპინძლა. საქართველოს მასშტაბით შეირჩა 8 სკოლა და მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა.

„მომავალ სტუდენტთა სექციაში“, ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლის ნანა დემუროვის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები - კესო ჯოხაძე - ბიოლოგიაში სამეცნიერო თემაზე : „უხილავი მტრები“ და სანდრა მერაბიშვილი - ქიმიაში სამეცნიერო თემაზე: „მძიმე მეტალების შემცველობა საკვლევ მცენარეებზე და მათი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე“.

მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203