თბილისის N217 სკოლის მოსწავლე მარიამ თოთრაშვილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
27-11-2020

12 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ ჩატარდა.

კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა. კონფერენციის მომავალ სტუდენტთა სექციაში მონაწილეობდა თბილისის N217 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ თოთრაშვილი. მისი თემა - „პანდემია და თანამედროვეობა“ 8 საუკეთესო თემას შორის დასახელდა.

მარიამმა საუკეთესოდ წარადგინა საკუთარი მოსაზრებები და კვლევის შედეგები პანდემიის პროცესში, რისთვისაც დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203