ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ბავშვთა უფლებები“ განახორციელეს
27-11-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი - „ბავშვთა უფლებები“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩაატარეს გამოკითხვა - თუ რა იცოდნენ მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ, შემდგომ მოიწვიეს იურისტი, რომელმაც მათ ლექცია ჩაუტარა, ბავშვის უფლებათა კონვენცია გააცნო და ბავშვთა უფლებების დარღვევებზე ისაუბრა. მოეწყო ნახატების კონკურსი თემაზე -„ბავშვთა უფლებების დარღვევა“. ბოლოს კი შეირჩა გამარჯვებული ნახატი, რომლის ავტორი სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203