ჩალაუბნის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლემ, ანი ღვინიაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა
27-11-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლემ ანი ღვინიაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა. 

სკოლის დირექტორის ლამზირა ყორჩიშვილის თქმით, ანი ღვინიაშვილი V კლასის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა.

მან „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადაში I ხარისხის დიპლომი მოიპოვა, მათემატიკის ოლიმპიადაში II ხარისხის დიპლომი, ინგლისური ენის ოლიმპიადაში კი - I ხარისხის. მას ასევე „კინგსის ლიგაზე“ ქართულ ენაში ოქროს მედალი აქვს აღებული.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ანის წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203