კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
27-11-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სწავლის დაწყება, რეგულაციების დაცვით, საზეიმოდ აღნიშნეს.

„პირველკლასელებს საკლასო ოთახში საზეიმო განწყობილება დახვდათ. მოსწავლეებმა,
(დამრიგებელი მარეხი ოქრომჭედლიშვილი) ყველა რეგულაციის დაცვით, ზეიმით აღნიშნეს „პირველი დღე
სკოლაში“ და თავიანთი შემოქმედებით გაეცნენ ერთმანეთს.

მასწავლებელმა მისალოცი ბარათებით მიულოცა პატარებს სკოლაში მობრძანება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203