ატოცის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ნინო ჯახველაძემ და თამარ კვიციანმა სტატუსი აიმაღლეს
27-11-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, ნინო ჯახველაძემ და ინგლისური ენის მასწავლებელმა, თამარ კვიციანმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203