მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს წამყვანის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
27-11-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ნატალია გორგაძემ, გურამ გოჩიაშვილმა და მაია გოჩიაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის დირექტორი მაყვალა გელაშვილი პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203