ფცის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა წამყვანის სტატუსი მოიპოვეს
27-11-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - შორენა კაპანაძემ, ნანა ვართასაშვილმა და ფიქრია ობლიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანის სტატუსი მიენიჭათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203