
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგებმა - ნუნუ ჯამბაზიშვილმა, გურამ თედეშვილმა და ნინო თედოზაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლის დირექტორი თამარ ფარსატაშვილი პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.