კერძო სკოლა „ანაბასისის“ ხუთმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
26-11-2020

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის ყველა მასწავლებელი აქტიურად ზრუნავს კარიერულ წინსვლაზე და შედეგიც კარგი აქვთ.

კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწიეს და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ ანაბასისის შემდეგ პედაგოგებს: მარინე კაპანაძეს, შორენა მუმლაძეს, თეა მიქაბერიძეს, ნინო როინიშვილსა და ვერა ნებიერიძეს. მათ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და 4 კრედიტი დაიმსახურეს.

„სკოლა ანაბასისის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203