ჩორჯოს საჯარო სკოლის პირველ კლასში სახალისო აქტივობები ტარდება
26-11-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში სწავლება საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მასწავლებლები სახალისო და განსავითარებელ დავალებებს ასრულებინებენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველ კლასში სულ 1 მოსწავლეა მათე, რომელიც ძალიან აქტიური და გონიერი ბავშვია. ის საგაკვეთილო პროცესში მონდომებით ერთვება.

მათე ხალისით სწავლობს თვლას, ანბანს, წელიწადის დროებს და ა.შ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203