ჯვარის Ν3 საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
26-11-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის Ν3 საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და მათ 4 კრედიტი მიენიჭათ. მასწავლებლებს წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.

„მიუხედავად იმ მძიმე დღეებისა, რაც ახლა კოლექტივშია, ვირუსის მასიურად გავრცელებასთან დაკავშირებით, ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტი მაინც მოხდა! ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს, ასმათ ჩხაპელიას, ფატიმა ჭანტურიას, ელისო ჭანტურიას და ლალიტა ქანთარიას გარე დაკვირვების წარმატებით გავლას! ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება მათ!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203