კალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე სალომე ხარძიანმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა
26-11-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლე სალომე ხარძიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „georgian kids news“.

პრეზენტაციის მიზანი იყო: სკოლისა და თემის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიმართულებით; გლობალური პანდემიის ფონზე დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა; საკუთარი შეხედულების წარმოჩენა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

„პრეზენტატორმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიც არის: მდგრადი განვითარების არსის არცოდნით გლობალური პრობლემების გამწვავება, მათ შორის პანდემიის გავრცელება; დისტანციური სწავლება. ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სფეროებიდან აგებული საკუთარი ცოდნა ლოგიკურად შეუთავსა ერთმანეთს და გააკეთა დასკვნა, რომ ყველა გლობალური პრობლემა: დემოგრაფიული, სოციალური, ეკოლოგიური მტკიცედაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შემოგვთავაზა საკუთარი რეკომენდაციები.

პრეზენტაციას სკოლის პერსონალისა და მოსწავლეების გარდა ესწრებოდნენ თემის მაცხოვრებლები.

პრეზენტაცია მომზადდა ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გიორგი ტერუნაშვილის ხელმძღვანელობით“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203