ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა მალვინა სირბილაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
პედაგოგმა დამკვირვებლისგან დადებითი შეფასება მიიღო და 4 კრედიტი დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას.