ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხალისით ასრულებენ
26-11-2020

ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლაში სწავლების პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. დირექცია „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე გვიამბობს.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის  მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ხელს უწყობს აქტიურ სწავლა-სწავლებას, რომელიც მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაღვივებას უწყობს ხელს. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიცემული კომპლექსური დავალებები მოსწავლეთათვის საინტერესო, სახალისო და მრავალი უნარების განვითარებაზე გათვლილი სამუშაოა, რომელსაც ასრულებენ. სხვადასხვა ეტაპების გავლის და შეჯამების შედეგად, ამაში მათ ეხმარება სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებიც, რომელთა მოძიება მათთვის ხელმისაწვდომია. დავალებები მრავალ თემასა თუ თემატიკას მოიცავს: მაგ,: სამშობლო, გმირობა, ადამიანური ურთიერთობები და სხვა მრავალი. აქედან გამომდინარე ქართულთან შესაძლებელია ისტორიის ინტეგრირება. მოსწავლეებს მოსწონთ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203