ქვემო ბოლნისის N1 სკოლის მასწავლებელს ლალი დალაქიშვილს განათლების მინისტრმა მენტორის სტატუსი მიანიჭა
26-11-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის 13 პედაგოგს სტატუსი აუმაღლდა.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანების საფუძველზე, მენტორის სტატუსი 11 პედაგოგს, ხოლო 2 პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭა.

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი, რომელსაც მინისტრმა მენტორის სტატუსი მიანიჭა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი დალაქიშვილია.

დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ ლალი დალაქიშვილს წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203