კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში გარე დაკვირვების გაკვეთილები ჩატარდა
26-11-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში გარე დაკვირვების გაკვეთილები ჩატარდა. მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის ადმინისტრაცია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების სრულად ითვალისწინებს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მაქსიმალურად დაცულია ჰიგიენის ნორმები.

„პანდემიის გამო სამწუხაროდ ღონისძიებებს ვერ ვაკეთებთ. რაც შეეხება დეზინფექციას, სკოლაში მაქსიმალურად ვცდილობთ ჰიგიენის ნორმების დაცვას. სკოლის მანსარდა ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203