აგარის საჯარო სკოლის პედაგოგმა ინდირა დუმბაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
26-11-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლაში წელს სტატუსი აიმაღლა და წამყვანი პედაგოგი გახდა მათემატიკის მასწავლებელი ინდირა დუმბაძე.

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203