რგანის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგ ია ცერცვაძეს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
26-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა, ია ცერცვაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.

სკოლის დირექტორი მაია მეგრელი ია ცერცვაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203