კოკოტაურის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ციური მახარაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
26-11-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ციური მახარაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიიღო.

სკოლა ციური მახარაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203