
ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ქიმიის პედაგოგმა, თამარ ხუციშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და კრედიტქულები მიიღო.
სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.