
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
სკოლის ადმინისტრაცია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების სრულად ითვალისწინებს.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში სწავლება საკლასო ოთახებში მიმდინარეობს რეგულაციების, დისტანციისა და რეკომენდაციების სრული დაცვით. სკოლაში ყოველდღე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და მუდმივად ხდება სკოლის დეზინფექცია. ბავშვებთან მუშაობა ხდება ინდივიდუალურად და კომპლექსურ დავალებებსაც დამოუკიდებლად აკეთებენ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მარინა ბედოიძე.