
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.
მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, ონლაინ რეჟიმში მუშაობის პირობებში, ბუნებისმეტყველებაში კომპლექსური დავალება შეასრულეს.
დავალების თემა იყო - „მზის სისტემა“. სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ კირკიტაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები თემის ფარგლებში ეზიარნენ ცოდნას კოსმოსის შესახებ და მათი თვალით დანახული და საკუთარი ხელით „შექმნილი“ კოსმოსი და ციური სხეულების მოდელები წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები