„პედაგოგები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა რესურსს იყენებენ“- მარნეულის N1 სკოლაში დისტანციური სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
26-11-2020

მარნეულის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის დირექტორის, ქეთევან მერაბიშვილის თქმით, სკოლის პედაგოგები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა რესურსს იყენებენ. 

„მარნეულის N1 საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს, Microsoft Teams-ს, ტელესკოლას, „მესენჯერს“, „იმეილს“ და ა.შ. დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით სკოლის პედაგოგები ეტაპობრივად გადიან ტრენინგებს და სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველა რესურსს იყენებენ​. წინა წელთან შედარებით გამარტივებულია დისტანციური სწავლება, რადგან კარგი გამოცდილება აქვთ როგორც მოსწავლეებს ასევე პედაგოგებს. 25 ნოემბერს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით დაწყებითი კლასების პედაგოგებს წარმატებით ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგი“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203