„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეები არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს“- მარნეულის N4 სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს
26-11-2020

მარნეულის N4 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის დირექტორი დილარა დარგალი დისტანციური სწავლების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველ პერიოდთან შედარებით, როდესაც დისტანციური სწავლება ახალი დანერგილი იყო, დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა 90% არის ჩართული, ყველას აქვს Microsoft Teams. სასწავლო პროცესში მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ.

„დიდი სურვილი მაქვს იმ ბავშვებს დავეხმარო, ვისაც ძალიან უჭირს, არანაირი რესურსი - არც კომპიუტერი, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი არ აქვს, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთოს. ამ ბავშვებზე ძალიან ვდარდობ. Microsoft Teams-ის გარდა ვიყენებთ სოციალურ ქსელებს, „მესენჯერს“ whatsapp-ს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეები არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს“,- აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203