ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
26-11-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, ნარიმან გუსეინოვმა, ბუნებისმეტყველების პედაგოგმა აიგუნ ობჩიევამ და მათემატიკის მასწავლებელმა, როვშან მამედოვმა სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203