
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. მასწავლებლები მოსწავლეთა დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართველად ყველა რესურსს იყენებენ.
სკოლის დირექტორის სალომე მაყაშვილის თქმით, გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს, მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართვა გაუჭირდათ, დღეს ყველა ჩართულია. ინტერნეტის პრობლემის გამო Microsoft Teams-ს ვერ იყენებენ, მაგრამ მიმართავენ დამატებით რესურსებს სოციალურ ქსელებს, „მესენჯერს“. ყველა მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში.