სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა პედაგოგ ნინო კვერღელიძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
26-11-2020

ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნინო კვერღელიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. 

სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს. 

„ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნინო კვერღელიძეს წამყვანი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წინსვლას უსურვებს“,-ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203