ითხვისის N2 სკოლის დირექტორი პედაგოგ ნატალია სოფრომაძეს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
26-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა, ნატალია სოფრომაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა. 

სკოლის დირექტორი მარიამ გრძელიშვილი ნატალია სოფრომაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203