
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგებმა - ლია მაზანაშვილმა, ხათუნა მაისურაძემ, მაია ჯალაბაძემ და ეთერ იაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.
სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს.
„ჩვენი სკოლის საამაყო პედაგოგებს: ლია მაზანაშვილს, ხათუნა მაისურაძეს, მაია ჯალაბაძეს და ეთერ იაშვილს ვულოცავთ მთელი სკოლის სახელით გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და შეფასებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში.