ტყიბულის N1 სკოლის დირექტორი ვასილ ქენქაძე პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
26-11-2020

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ციალა მაწარაშვილმა, ია სოფრომაძემ, ნანა აბულაძემ, ლელა ქურციკიძემ, მანანა გოგსაძემ და მაია ლობჟანიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.

სკოლის დირექტორი ვასილ ქენქაძე პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203