
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა, მარინე დეკანოიძემ და რუსული ენის მასწავლებელმა, შორენა ანდრიაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.