
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნანა კუბლაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლის დირექტორი ზვიად გაბრიჭიძე ნანა კუბლაშვილს წარმატებას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.