გელათის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
26-11-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის პედაგოგებმა - ფატი ბიბილეიშვილმა, მზია გოქაძემ, ნათელა გაბუნიამ და ეკა ნიშნიანიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203