ლამბალოს საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
26-11-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე 2020 წლის 16 ნოემბრიდან 12 დღით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება ხორციელდება წარმატებით Teams-ის და whatsapp-ის საშუალებით.

სკოლა აქტიურად მონაწილეობდა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“, სადაც მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს. ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმში პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ანხორციელებენ მაგალითად: კალიგრაფიის, კითხვის და ხატვის კონკურსები. მოსწავლეების მიერ ატვირთული საუკეთესო ნამუშევრები თვის ბოლოს გამოქვეყნდება სკოლის სოციალური ქსელის საშუალებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203