
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
ინგლისური ენის პედაგოგმა, ლაურა გოტიაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.