ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში ისწავლიან
25-11-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალაშენებულ სკოლაში ისწავლიან. ჭყვიშის საჯარო სკოლა თითქმის მესამე წელია, განთავსებულია მიმდებარე სოფლის - ჭრებალოს საჯარო სკოლაში,რისი მიზეზი გახლდათ შენობის ავარიული მდგომარეობა, რაც საფრთხის შემცველი იყო სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.

„საკუთარი ჭერის" არქონის პერიოდში სკოლას ბევრი სიძნელეების და დაბრკოლებების გადალახვა მოუწია.მოგეხსენებათ მთაში ზამთრის ხანგრძლივობის შესახებ,რთული რელიეფის პირობებში, ცივ,სუსხიან დღეებში,სოფლიდან 5კმ-ის მოშორებით, დღის მეორე ნახევარში-II ცვლაში,თითქმის ღამე მუშაობა რთული იყო ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის.ამ ყველაფერს გაზაფხულზე მსოფლიო პანდემიაც დაერთო, რამაც კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, მაგრამ ამ გაუთავებელ წვალებას და მოლოდინს ბოლო მოეღო და საუკეთესო დასასრულიც მოჰყვა. მუნიციპალური განვითარების ფონდის წყალობით, ამ გლობალური პანდემიის ჟამს,სულ რაღაც რამდენიმე თვეში სოფელში აშენდა სრულად ევროსტანდარტული,60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, რომელიც რეგიონის მასშტაბით (ლაილაშის სკოლასთან ერთად) მართლაც რომ პირველია.

მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტისთვის სკოლის,სოფლის და რაიონის სახელით.ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სამსახურის თანამშრომელს,შემსრულებელს,ყველა იმ ადამიანს,რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ საუკუნო საქმეში. უდაოდ უღრმესი მადლობა ეკუთვნის ჭრებალოს საჯარო სკოლას,მის ხელმძღვანელს,თითოეულ იქ დასაქმებულ ადამიანს და მოსწავლეებს გულთბილი მიღებისა და ,,მასპინძლობისთვის". ჩვენ კი ვეცდებით ახალი იმედებით, ახალი მოლოდინებით და მეტი მოტივაციით ახალ სასწავლო გარემოში მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ქვეყანას აღუზარდოთ საამაყო მომავალი თაობები. ნამდვილად ღირდა ლოდინი!!!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203