ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
25-11-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ​eTwinning-ის პროექტის „Културно-историјско наслеђе мога града / Cultural & historical heritage of my town“ ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ. (ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა).

„პროექტში, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მშობლიური ქალაქის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილე მოსწავლეებისთვის გაზიარება.

პროექტის ფარგლებში მათ შეისწავლეს ჩვენი ქალაქის მატერიალურ-კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, მნიშვნელოვანი შენობები, ხელოვნების ნიმუშები,  ტრადიციული წეს-ჩვეულებები, ტრადიციული კერძები, მუსიკა. მოიკვლიეს ინფორმაციები ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული პირების შესახებ და გააკეთეს პრეზენტაციები. ხდებოდა აზრთა ურთიერთგაზიარება. შექმნეს პროექტის ლოგო, რუკა, ონლაინ თამაშები, რომლებშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი სკოლების გუნდები. წარმოადგინეს თავიანთი თავი, სკოლები, ქვეყნები, დაამზადეს ნახატები, პოსტერები, ვიდეორგოლები, რომლის შესაქმნელადაც იმუშავეს სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში, განამტკიცეს ისტის უნარები, გადაიღეს მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტოები და განათავსეს Twinspaceზე-ზე. შეიქმნა ასევე პროექტის ბლოგი, facebook გვერდი, სადაც განთავსდა მოსწავლეთა ნამუშევრები. განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, კვლევის, ენობრივი, შემოქმედებითი, ინფორმაციის გადამოწმების უნარ-ჩვევები. გაუჩნდათ კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა. ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველი შედეგის მიღებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203