ხონის N2 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასში დამრიგებლებმა საინტერესო კლასის საათები ჩაატარეს
25-11-2020

პანდემიის მიუხედავად, აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლა ჩვეულ, აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს. შეძლებისდაგვარად, სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა პროექტი.

დამრიგებელმა ავლორა ასლანიკაშვილმა კლასის საათი ჩაატარა VII კლასში თემაზე „არა ძალადობას, არა ბულინგს“, ასევე კლასის საათი ჩატარდა VI კლასში თემაზე - „არა ძალადობას, მოძალადე მსხვერპლია“ (მასწავლებელი ლეილა ჯიშკარიანი); III კლასში კლასის საათი ჩატარდა თემაზე  - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!“ (დამრიგებელი ია კინწურაშვილი); „ბულინგი - ჩაგვრა არის...“ - IV  კლასი (დამრიგებელი მარიზა კინწურაშვილი); კლასის საათი - VIII კლასში თემაზე „ბულინგი - რასობრივი ბულინგი“ (დამრიგებელი ეთერი ქუთათელაძე).

„ყოჩაღ, ბავშვებო! რა კარგები ხართ! მადლობა თქვენ და მასწავლებლებს ასეთი შინაარსიანი კლასის საათის ჩატარებისთვის, რომ ამ ექსტრემალურ პირობებშიც კი ახერხებთ აქტუალურ თემებზე, საინტერესო  აქტივობების და პროექტების განხორციელებას“  - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი  ნუნუ მანაგაძე  ხონის N2 საჯარო სკოლაში ბოლო დროს განხორციელებულ ღონისძიებებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203