მარნეულის N2 სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს, მინისტრის ბრძანებით, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
25-11-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის 13 პედაგოგს სტატუსი აუმაღლდა.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანების საფუძველზე, მენტორის სტატუსი 11 პედაგოგს, ხოლო 2 პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭა.

მათ შორის, სტატუსი აუმაღლდა და მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა: მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - თემურ სუყაშვილს, რომელიც სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203