ზაკის საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო გაუმჯობესდა
25-11-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებით შეხვდა. სკოლის ეზოში დაიგო ასფალტი, დაიდგა ახალი ჭიშკარი, აშენდა  გათბობის საქვაბე.

სკოლის შენობაში აშენდა და მოპირკეთდა საპირფარეშო,  ორივე სართულზე დამონტაჟდა გათბობის სისტემა და განახლებული სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა ყველა საკლასო ოთახი. კაპიტალურად გარემონტდა 6 საკლასო ოთახი მეორე სართულზე.

„გაუმჯობესებული სასწავლო გარემო ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევას, რის წინაშეც კორონავირუსის პანდემიამ დაგვაყენა. საკლასო ოთახების რემონტი სკოლის სახსრებით ჩატარდა, ხოლო გათბობის სისტემისა და სასკოლო ინვენტარისა და ავეჯის თანხა შემოწირულობის სახით  საზღვარგარეთ მოღვაწე ზაკელმა ბიზნესმენებმა გაიღეს, რისთვისაც მთელი სოფლის სახელით მათ მადლობას ვუხდი“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ვარდუჰი მკრტჩიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203