
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად ჩაერთვნენ.
როგორც დირექტორმა აღნიშნა, დისტანციური სწავლების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. პედაგოგები იყენებენ „თიმსის“ პლატფორმას, სადაც რეგისტრირებულია ყველა მასწავლებელი და მოსწავლე.