
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნონა ცაავამ წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება.
პედაგოგს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ნონა ცაავას მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ მას.