
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
როგორც სკოლის დირექტორმა არარატ ელიზბარიანმა აღნიშნა, მათთვის სასწავლო პროცესის წარმრთვაში პანდემიას ხელი არ შეუშლია. სკოლაში ყველა რეკომენდაცია არის მკაცრად დაცული, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, ასევე განთავსებულია დეზობარიერი. გარდა ამისა, გაკვეთილებს შორის შუალედი ისეა გათვლილი, რომ დამლაგებლებმა დეზინფექცია მოასწრონ.
მასწავლებლები მოსწავლეთა შორის იცავენ დისტანციას.