
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
პირველკლასელებმა ოქტომბრის თვეში შესწავლილი ასობგერები გაალამაზეს. აქტივობა მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ ჩაუტარდათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა 9 ნოემბრიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სოფელში არ არის ინტერნეტი, მოსწავლეთა ნაწილი, რომელთაც მობილური ინტერნეტი აქვთ teams-ის აპლიკაციით სარგებლობენ, ხოლო იმ ნაწილს რომელთაც არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა პედაგოგები ტელეფონებით უკავშირდებიან.
იხილეთ ფოტოები