
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სწავლა ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს.
დირექტორის, მანია პოღოსიანის თქმით, 1-ლი კლასი პირველ ცვლაში სწავლობს, მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი მეორე ცვლაში დადიან. რადგანაც მათი შენობა არის ავარიული, ისინი დროებით სწავლობენ პატარა არაქალის სკოლაში.
დირექტორის განმარტებით, სკოლაში რეგულაციები მკაცრად არის დაცული, რესურსცენტრმა ისინი საჭირო საშუალებებით მოამარაგა, სკოლის ადმინისტრაცია კი ყოველდღიურად ასრულებს რეკომენდაციებს.