ბოლაჯურის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
25-11-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა პროექტში- „მეტი შეგვიძლია“ არის ჩართული.

„U18“-ის მოდელი მომავალ ამომრჩევლებს – 18 წლამდე ახალგაზრდებს სამოქალაქო პროცესებში, კერძოდ კი არჩევნებში ჩართვისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს უვითარებს.

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ აბრამიშვილმა სკოლის მოსწავლეებს იმიტირებული არჩევნების გზით გააცნო არჩევნების პროცედურები, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა.

პირველ ეტაპზე სამმა საარჩევნო სუბიექტმა შეიმუშავა წინასაარჩევნო პროგრამა და მოაწყო მოსახლეობასთან შეხვედრა, სადაც დეტალურად ისაუბრეს პარტიების პრიორიტეტებზე, ასევე წარმოადგინეს დევიზები, რომლითაც მოუწოდებდნენ ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას.

მეორე ეტაპზე მოეწყო საარჩევნო უბანი, ამომრჩევლებმა ხმა მისცეს მათთვის სასურველ კანდიდატს. პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და დ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლები.

იმიტირებული არჩევნების პროცესმა სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიაზრეს დემოკრატიის მექანიზმები, საარჩევნო პროგრამების მოსმენის შედეგად შეძლეს ფორმულირება გაეკეთებინათ საკუთარი ინტერესებისთვის. პროექტის მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივების ქართული ასოციაცია – „სიქა".

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203