
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორი მკაცრად იცავს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. მისი თქმით, ყველას აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრიათ. სკოლაში ყოველ დილით თერმოსკრინინგი ტარდება, მუდმივად ხდება დეზინფექცია. გარდა ამისა, პედაგოგები სკოლაში სამედიცინო ხელთათმანებითა და პირბადით დადიან.
სკოლაში დაცულია მოსწავლეთა შორის დისტანცია.